როგორ არის შესაძლებელი ebay-ის მილიარდზე მეტი პროდუქტის განვადებით  გამოწერა?

eBay.com მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ მაღაზიაა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ათობით პარტნიორი ჰყავს.

მათ შორისაა ქართული ონლაინ მაღაზია EBG.GE, რომელიც უკვე წლებია, მომხმარებელს მილიარდზე მეტი დასახელების პროდუქტის მარტივად და სწრაფად გამოწერის საშუალებას აძლევს.

როგორც ყველა საერთაშორისო მასშტაბის ბიზნესის, eBay.com-ის პრიორიტეტსაც გაყიდვებთან და გაფართოებასთან ერთად, სანდოობა წარმოადგენს, ამიტომ, პლატფორმა სტაბილურ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორებს ირჩევს. გეტყვით, რომ ვებ-გვერდს მსოფლიოს მასშტაბით 182 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მისი აპლიკაცია კი 476 მილიონჯერაა გადმოწერილი.

რაც შეეხება პროდუქციას, eBay.com-ზე, ისევე როგორც EBG.GE -ზე საყოფაცხოვრებო, საოფისე, თავის მოვლის, ავტონაწილების, სამშენებლო, სარემონტო და სხვა ასობით კატეგორიის ნივთს შეხვდებით. ფაქტობრივად, შეუძლებელია, რაიმეს შეძენა მოინდომო და ebg.ge-ზე ვერ აღმოაჩინო.

ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ყველა პროდუქტს თან ახლავს დეტალური აღწერა, შესაბამისად, მყიდველი შეძენილი ნივთის შესახებ სრულ ინფორმაციას იღებს და უსიამოვნო სურპრიზების მოლოდინი არ აქვს. ამასთან, eBay.com-ზე წარმოდგენილი პროდუქციის 80% ახალია. EBG.GE -ზე კი შეგიძლიათ, იგივე ნახოთ ქართულად.

shidaaaa-1601466926.png

იბეის უცხოელი მომხმარებლისთვის PayPal Credit-ის სერვისი აქვს, რომელიც ნივთის განვადებით შეძენის საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ, ქართველი მომხმარებელი აღნიშნული საბანკო პროდუქტით ვერ სარგებლობს და დიდი ხნის განმავლობაში, იბეიდან გამოსაწერად სრული თანხის მობილიზება სჭირდებოდა. eBay-ის პარტნიორის EBG.ge-ის მეშვეობით კი განვადებით სარგებლობა უკვე საქართველოშიც შეგვიძლია და შეიძლება, იმაზე მარტივადაც კი, ვიდრე PayPal Credit-ის მომხმარებლები სარგებლობენ.

EBG.ge-ზე ebay-ის მილიარდზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი, რომელთა შეძენაც ერთი „კლიკის“ პრინციპით შეგვიძლია.

როგორ ვისარგებლოთ EBG.ge-ის ონლაინ განვადებით?

უცხოურ ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და იქიდან პროდუქტის გამოწერა ბევრი მომხმარებლისთვის დისკომფორტთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული, მათ შორის გადახდის მეთოდები, ტრანსპორტირების საკითხები და ა.შ. როგორც წესი, რეგისტრაციისა და ნივთის გამოწერისას სხვადასხვა პირადი მონაცემის შეყვანა, გადამზიდის მისამართისა და დამატებითი დეტალების მითითება გვიწევს და თუ ყველაფერს სწორად ვერ გავაკეთებთ, შეიძლება, გაუგებრობაში აღმოვჩნდეთ.

როგორც EBG.ge-ში განგვიმარტეს, მათ მომხმარებელს ეს პროცესი მაქსიმალურად გაუმარტივეს და eBay.com-დან პროდუქტის შეძენა არა ათობით მონაცემის შეყვანის შემდეგ, არამედ ერთი „კლიკით“ გახადეს შესაძლებელი. პროდუქტის შეძენისა და ონლაინ განვადებით სარგებლობისთვის მხოლოდ შემდეგი 2 პროცედურაა საჭირო:

  • მობილურის ნომრით რეგისტრაცია
  • პროდუქტის არჩევის შემდეგ, ყიდვის ან განვადების ღილაკზე დაჭერა

EBG-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის დეპარტამენტის მენეჯერი მერი გუმბერიძე განმარტავს, რომ მომხმარებლისთვის დიდი კომფორტია, როცა სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ განვადებით, სრული ღირებულების გადახდის გარეშე შეუძლია.

„EBG.GE-ის დახმარებით შესაძლებელი გახდა, 100 ლარის და უფრო მეტის ღირებულების შენაძენზე ონლაინ განვადება. EBG.GE პარტნიორი ბანკები არიან „თიბისი“, „კრედო“ და „სფეისი“ და მათ ფილიალში ვიზიტის გარეშე შესაძლებელია EBG.GE -დან გამოიწეროთ პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. შესაბამისად, ახლა უკვე აღარ გვჭირდება დაველოდოთ ხელფასს ან სხვა შემოსავალს ან თვეების განმავლობაში ვაგროვოთ თანხა. უკვე შეგვიძლია, გამოვიწეროთ ნივთი, მივიღოთ და შემდეგ დავიწყოთ გადახდა. დამეთანხმებით ძალიან კომფორტულია. მომხმარებლისთვის მიმზიდველია ისიც, რომ ჩვენი მხრიდან ნივთს დამატებითი ღირებულება ან საკომისიო ხარჯი არ აქვს“, - აღნიშნავს მერი გუმბერიძე.

shida2-1601467053.jpg

მომხმარებლისთვის განვადების უფრო მოქნილი სერვისი რომ შეექმნათ, EBG.ge-მ გადაწყვიტა, განვადების მენეჯერთან კონსულტაციაც დაენერგა. ნივთის შეძენისას შეგვიძლია, განვადების მენეჯერის დახმარებით მივყვეთ ყველა ნაბიჯს.

EBG.GE-ის მომხმარებლები ხშირად მიმართავენ მაშინ, როცა კონკრეტული ნივთი საქართველოში არც ონლაინ და არც ოფლაინ ხელმისაწვდომი არ არის. თითქმის შეუძლებელია, EBG.GE-ის მილიარდიან ასორტიმენტში საჭირო პროდუქტი ვერ იპოვნო. ამიტომაც იბიჯი მომხმარებელს თავდაჯერებულად ეუბნება - #ჩვენთანიპოვი.

როგორც EBG.GE-ში განმარტავენ, პლატფორმა გეგმავს, eBay.com-ის გარდა, სხვა უმსხვილეს ონლაინ მაღაზიებთანაც დაიწყოს თანამშრომლობა და ქართველ მომხმარებელს უცხოეთიდან ნებისმიერი პროდუქტის განვადებით გამოწერის უნიკალური შესაძლებლობა მისცეს.