თურქულმა კვლევითმა ხომალდმა „ფატიჰმა“ შავ ზღვაში ახალ საბადოზე ბუნებრივი აირის დამატებითი მარაგები აღმოაჩინა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
„საბადო „საკარიას“ „დუნაი1“ მონაკვეთზე დამტკიცებული რეზერვების მოცულობამ შეადგინა 405 მილიარდი კუბური მეტრი“ - განაცხადა ერდოღანმა ტელეკომპანია NTV-ს ეთერში.
მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ამ საბადოზე მარაგები შეადგენდა 320 მილიარდ კუბურ მეტრს.
ერდოღანის აზრით, ეს აღმოჩენა შეამცირებს თურქეთის დამოკდიებულებას უცხოურ გაზზე. „ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირი გაიაფდება თურქებისთვის, ჩვენ შეგვიძლია ეს მომსახურება ჩვენს ერს უფრო იაფად შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, ეს გაზი ჩვენი ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდეს 2023 წლიდან“ - განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, მანვე დასძინა, რომ ანკარა განაგრძობს ნახშირწყალბადის საბადოების ძიებას როგორც შავ, ასევე ხმელთაშუა ზღვაზე.
შეგახსენებთ, 21 აგვსიტოს ერდორანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მსხვილ მარაგებს მიაკვლია. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მის მიწოდებას თურქი მოსახლეობისთვის 2023 წლიდან შეძლებს. ერდოღანის განცხადებით, ხელისუფლება უახლოეს მომავალში გადაჭრის ტექნიკურ საკითხებს და დაუყოვნებლივ შეუდგება ბურღვით სამუშაოებს. შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი შეფასებულია 65 მილიარდ დოლარად.