სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8,121 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია.
საანგარიშო პერიოდში ჩინეთში პროდუქციის იმპორტი 21.3%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 184.4%-ით გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში:
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 298 271 700 დოლარი
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 26 214 200 დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 9 561 900 დოლარი
- მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 6 346 400 დოლარი
- დაუმუშავებელი ალუმინი - 2 812 000 დოლარი
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 19 056 700 დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 15 350 400 დოლარი
- ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 13 450 300 დოლარი
- მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 8 965 800 დოლარი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 8 638 500 დოლარი