შვედეთმა 5G ქსელის მიმღები Huawei- სა და ZTE 000063.SZ- ს სატელეკომუნიკაციო აპარატურა ქვეყანაში აკრძალა. იგივე გადაწყვეტილება რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე მიიღო. მათი განცხადებით, ჩინეთი მათი სახელმწიფოების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
შვედეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა PTS– მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურმა ჩინეთს "შვედეთის ერთ – ერთი უდიდესი საფრთხე" უწოდა - წერს Reuters-ი.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვაშინგტონის დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ ევროპის მთავრობები ჩინურ კომპანიებზე კონტროლს აძლიერებენ.
ჩინეთი 5G ქსელების ერთ-ერთი გამორჩეული ლობისტი იყო. მსოფლიოს უმეტესი ნაწილისთვის, 5G ქსელის შესაქმნელად აპარატურა Huawei- ს უნდა მიეწოდებინა, ეს უკანასკნელი კი ჩინური მეგა კომპანიაა.
გაერთიანებული სამეფო ერთ – ერთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც Huawei– ს 5G ქსელის აღჭურვილობას უარი უთხრა.
ოფიციალური ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.
”ფაქტიური საფუძველი არ არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ Huawei– სახელმწიფოების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.“- განაცხადა Huawei– ს წარმომადგენელმა.
Huawei– ის ყველაზე დიდი კონკურენტი და ევროპის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი Ericsson ERICb.ST შვედეთში მდებარეობს. არსებობს მოსაზრება, რომ სინამდვილეში აკრძალვა ორ კომპანიას შორის კონკურენციას ეფუძნება.
Ericsson ERICb.ST-მა 5G ქსელისთვის რადიო აპარატურის მომარაგებაზე კონტრაქტები უკვე მოიგო.
Huawei– მ და ZTE– მ აღჭურვილობის ამოღება 2025 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა უზრუნველყონ.