პანდემიის გათვალისწინებით, 2 ნოემბრიდან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სერვის ცენტრებში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას დისტანციურად მიიღებენ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge; ონლაინ რეჟიმში მიღებული განცხადების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზისა - 2 931111 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.