ვინ არის საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი

აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი, იზაბელ დოს სანტოსი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გასული წლის იანვარში აღმოჩნდა.

არაერთი მედიასაშუალება, მათ შორის New York Times, BBC და The Guardian სატოსის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ წერდა. "Luanda Leaks" - მა გამოაქვეყნა 70 000 საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც სანტოსს კორუმპირებულ ბიზნეს გარიგებებში ედებოდა ბრალი.

აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღემდე არ დაწყებულა. სკანდალური ბრალდებები მედიამაც ნელ-ნელა მიივიწყა. დღეს სანტოსი მეორედ აღმოჩნდა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში, მისი მეუღლე, სინდიკა დოკოლო 48 წლის ასაკში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირში დაბადებული აფრიკის “პრინცესა“ მარტო დარჩა.

ვინ არის იზაბელ დოს სანტოსი?

დოს სანტოსის მამა ანგოლას 38 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობა 2017 წელს დატოვა. Forbes- ის მონაცემებით, მისი წმინდა ქონება 1,4 მილიარდ დოლარს შეადგეს, რაც 2014 წელთან შედარებით 3,7 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.

იზაბელ დოს სანტოსი 1973 წლის 20 აპრილს, საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანაში, აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში დაიბადა.

იზაბელი ანგოლას ყოფილი პრეზიდენტის- ხოსე ედუარდო დოს სანტოსისა და მისი პირველი ცოლის, რუსი ტატიანა კუკანოვას უფროსი ქალიშვილია. მშობლებმა ერთმანეთი მაშინდელ საბჭოთა რესპუბლიკაში, უნივერსიტეტში გაიცნეს.

იზაბელმა გოგონათა ინტერნატი დაამთავრა, შემდეგ სწავლა ლონდონის კინგსის კოლეჯში ელექტროტექნიკური მიმართულებით განაგრძო. სწორედ აქ გაიცნო ლამაზმანმა მისი ყოფილი მეუღლე ზაირიდან (ახლანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), მილიონერის ვაჟი სინდიკა დოკოლო.

იზაბელ დოს სანტოსის მამა ხოსე ედუარდო დოს სანტოსი ანგოლას ქვეყანას 1979 წლიდან 2017 წლამდე მართავდა. Forbes– ის მიხედვით, 2013 წელს იზაბელის შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და სწორედ მაშინ მოხვდა იგი მილიარდერთა სიაში, ასევე გახდა აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალი.

Forbes-ის მიხედვით იზაბელის დიდძალი ქონება მისი ოჯახის ძალაუფლებასთან არის კავშირში. 2015 წლის ნოემბერში BBC- მ სანტოსი 100 ყველაზე გავლენიანი ქალს შორის დაასახელა.

იზაბელ დოს სანტოსი და ოპოზიცია

ანგოლის მთავრობა 2018 წლიდან ცდილობს იზაბელ დოს სანტოსი წარსულში განხორციელებული კორუფციული დანაშაულების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

2019 წლის 30 დეკემბერს, ლუანდას პროვინციულმა სასამართლომ დოს სანტოსის ანგოლის საბანკო ანგარიშების გაყინა და რამდენიმე კომპანიაში მას წილები წაართვა. მას ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა კონკურენტებმა კორუფციაში და არაკეთილსინდისიერი გზით ფულის მოპოვებაში დასდო ბრალი. ანგოლის პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა ბრალის დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დოს სანტოსმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება “ყალბი და პოლიტიკურად მოტივირებული ტყუილები უწოდა“.

დღეის მდგომარეობით იგი პორტუგალიაში, დევნილობაში რჩება. დოს სანტოსი ასევე ფლობს დიდ ქონებას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

სანტოსის ქონება

ბოლო 20 წლის განმავლობაში დოს სანტოსი ევროპის საფონდო ბირჟებზე, რამდენიმე წამყვან კომპანიაში მენეჯმენტის განხრას ხელმძღვანელობდა.

იგი ლონდონიდან ლუანდაში 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა და მამასთან ერთად, “ურბანა 2000“-ში, “Jembas Group“-ში მენეჯერად დაიწყო მუშაობა. (კომპანიებს ქვეყნის მასშტაბით დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოების შესრულება ევალებოდათ). ამის შემდეგ მან შექმნა სატვირთო მანქანების ბიზნესი. ვოკი-ტოკის ტექნოლოგიის ფართო გამოყენებამ მას გზა გაუხსნა ტელეკომუნიკაციებში.

124036697-1002961916869685-9108030273690416454-n-1604671498.jpg

1997 წელს დოს სანტოსმა ლუანდას კუნძულზე ერთ-ერთი პირველი ღამის კლუბი და პლაჟის რესტორანი Miami Beach Club გახსნა. 20 წლის განმავლობაში ბიზნეს ინტერესები უფრო და უფრო გააფართოვა. შექმნა რამდენიმე ჰოლდინგი ანგოლაში და საზღვარგარეთ.

2016 წლის ივნისში, დოს სანტოსი მამამ ანგოლის სახელმწიფო ნავთობკომპანიის სონანგოლის თავმჯდომარედ დანიშნა. 2016 წლიდან დღემდე სანტოსის ბიზნეს სფეროები გაფართოვდა. აფრიკის ყველაზე მდიდარმა ქალმა დედასთან ერთად ბრილიანტის ბიზნესი, Trans Africa Investment Services დააფუძნა.

ფლობს ჰოლდინგებს ამსტერდამში, ჰოლანდიაში, ლისაბონში, ლუანდაში, არგენტინაში და ა.შ.

იზაბელ დოს სატოსი ფლობს ვილებს ლონდონში, დუბაიში, აფრიკაში. ასევე არის უნიკლაური ვატომობილებისა და გემების მესაკუთრე.

123847968-407958467003939-353924139362076661-n-1604671429.jpg

ოჯახი

იზაბელ დოს სანტოსი მის ერთადერთ სიყვარულს- სინდიკა დოკოლოს ლონდონის კინგსის კოლეჯში შეხვდენ. 2002 წელს იქორწინეს, ჰყავთ სამი შვილი.

2012 წელს, ქორწინების მეათე წლისთავის აღსანიშნავად, წყვილებმა სამდღიანი დღესასწაული მოაწყვეს ანგოლაში, ფრენებით მეგობრებში და ნათესავებში, ბრაზილიიდან და გერმანიიდან.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა იფორმაცია, რომ იზაბელის ქმარი დაივინგის დროს, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. აფრიკის ყველაზე მდიდარ ქალს, “ტვიტერზე“ სამძიმრის წერილებიც მისდის.

123943388-2846975482187855-2866283214516033652-n-1604671528.jpg

თეონა რამაზაშვილი