2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 159 500 000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთში პროდუქციის ექსპორტი 8.4%-ით, ხოლო იმპორტი 14.2%-ით შემცირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში:
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 95 106 200 დოლარი
- ფეროშენადნობები - 92 136 100 დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 33 661 200 დოლარი
- სპირტიანი სასმელები - 25 258 600 დოლარი
- ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 19 936 100 დოლარი
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 107 859 600 დოლარი
- ხორბალი და მესლინი - 88 258 200 დოლარი
- ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 29 976 800 დოლარი
- მზესუმზირის ზეთი - 27 109 900 დოლარი
- სატელეფონო აპარატები - 24 050 100 დოლარი