რა უნიკალურ სატრანსპორტო საშუალებებს ფლობენ მსოფლიო ლიდერები (+ფოტო)

ჯავშანტექნიკა, ძვირად ღირებული თვითმფრინავები, უზარმაზარი იახტები, წყალქვეშა ნავებიც კი. მსოფლიო ლიდერები დედამიწაზე ყველა სახის ტრანსპორტით მოგზაურობენ.

მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, სადაც ყველა სტრატეგიული სვლის გათვლაზე უნდა იფიქრონ, ლიდერებს კომფორტული გარემო სჭირდებათ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო თუ სხვა გადაადგილების საშუალება ყველა წარმოდგენას სცდება.

paefa-1605882839.png

რომის პაპმა ფრენსისმა ბრონირებულ ავტომობილზე უარი თქვა და გადაადგილების საშუალებად ეკოლოგიური ტრანსპორტი აირჩია. უსაფრთხოების რისკის შეკითხვაზე, პაპმა თქვა: "მოდით, გავითვალისწინოთ, რომ ჩემს ასაკში ბევრი არაფერი მაქვს დასაკარგი". თუმცა ღია შეხვედრებზე, პაპი ტყვიაგაუმტარ ბარიერებს კვლავ იყენებს. ცოტა ხნის წინ, იაპონიაში ვიზიტისას ფრანსისმა წყალბადის ენერგიაზე მომუშავე Toyota Mirai შეიძინა.

jr5epj6ot6e-1605882894.png

დედოფალ ვიქტორიას მეფობის პერიოდის შემდეგ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი მატარებლით მოძრაობდა. მაშინ საკუთარი მატარებლის ქონა წარმოუდგენელ ფუფუნებას ნიშავდა. 1977 წელს გამოშვებული “სამეფო მატარებელი“ ოჯახს ახლაც ჰყავს. მისი შენახვა წელიწადში 2,5 მილიონი აშშ დოლარი ღირდა. მატარებლის ხარჯები 2017 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა და ახლა წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ჯდება.

gtiuagsuibgaos-1605882924.png

დედოფალ ელისაბედ II- ის მანქანების კოლექცია 13 მილიონ დოლარად არის შეფასებული. Land Rover Defender- ის, Jaguar- ისა და ჩვეულებრივი Range Rover- ის გვერდით, დედოფლის საკუთრებაშია ორი სპეციალურად შექმნილი Bentley, რომელთა ფასიც ასობით ათასი ღირს. სამეფო ბენტლიში დამონტაჟებულია Kevlar- ის გაძლიერებული საბურავები, ჯავშანტექნიკის ძრავა და ბრონირებული კარები.

weyw4e743838383-1605882975.png

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ-ინი "შვიდ ვარსკვლავიან" სუპერიახტას ფლობს. ინფორმაცია ამის შესახებ, გაზეთთან The Sun აშშ -ის კალათბურთის ვარსკვლავმა, დენის როდმანმა გაავრცელა. მაღალი კლასის იახტას აქვს Fendi– ს დიზაინით შექმნილი ინტერიერი. მისი ღირებულება 8 მილიონ დოლარს შეადგენს.

bkbkbuohbiuob-1605883005.png

ცნობილია, რომ კიმ ჩენ - ინი ძვირადღირებული მანქანების სიყვარულით გამოირჩევა. მის კოლექციაში 100-ზე მეტი უნიკალური ავტომობილი მოიძებნება. მათ შორის, გამორჩეულია ორი მერსედესი, რომლებიც აღჭურვილია ტყვიაგაუმტარი მინებით, დალუქული სალონით და უნიკალური იტერიერით. როგორც ამბობენ, ავტომობილებს შეუძლიათ გაუძლონ ყუმბარის შეტევებსაც და ნაღმების აფეთქებებსაც. კიმ ჩენ ინის ავტომობილს გადაადგილების დროს, ყოველთვის თან ახლავს უსაფრთხოების 12 კაციანი ჯგუფი, რომლებიც მანქანას სირბილით მისდევენ.

etyweyhw-1605883101.png

კიმ ჩე-ინმა ცოტა ხნის წინ მისი პირადი თვითმფრინავი, “ცივი ომის“ ეპოქის დროინდელი, 1995 წელს წარმოებული ILYUSHIN IL-62 განაახლა. თვითმფრინავის ორიგინალ დიზაინში 200 მგზავრის განთავსება იყო შესაძლებელი, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვერსიას დაემატა VIP აღჭურვილობა. თეთრი ტყავის დივნები, ვარდის ხის მაგიდები და ბროლის საფერფლეები, რაც იმას ნიშნავს, რომ საჰაერო ტრანსპორტში ყოფნა ადამიანთა მცირე ჯგუფს შეუძლიათ. სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ 1.5 მილიონი დოლარი დაჯდა.

ew54r24124-1605883142.png

1980-იანი წლების შემდეგ “Aurus Senat“ პირველი რუსული წარმოების ოფიციალური სახელმწიფო მანქანაა. ამ ავტომობილით ვლადიმერ პუტინი 2018 წლის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოჩნდა. ჯავშანტექნიკაში, შეჯახების შემთხვევაში მგზავრის სავარძლები უსაფრთხო ადგილზე ავტომატურად გადაადგილდება. Aurus Senat დაახლოებით 274,000 აშშ დოლარი ღირს.

t2342y234y-1605883183.png

პრეზიდენტ პუტინს ასევე აქვს რუსული წარმოების IL-96-300PU - პირადი თვითმფრინავი. ფრენისას 65-მეტრიანი თვითმფრინავს რუსეთის კოსმოსური სპეცდანიშნულების რაზმი და ვერტმფრენები იცავს. ამბობენ, რომ ინტერიერი მდიდრულად არის გაფორმებული ოქროს აქცენტებით. თვითმფრინავს აქვს ოფისი, საძინებელი და სპორტული დარბაზიც კი.

bvkgku-1605883212.png

2019 წელს პრეზიდენტმა პუტინმა ფსკერზე არსებული საბჭოთა კავშირის წყალქვეშა ნავის მოსანახულებლად სწორედ ასეთი, ჯეიმს ბონდის სტილის წყალქვეშა ნავი გამოიყენა. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლიდერმა ასეთი წყალქვეშა ნავით იმგაზვრა.

eh3ipqohr54q2-1605883236.png

კატარის სამეფო ოჯახი ათზე მეტი თვითმფრინავით დაკომპლექტებულ ფლოტს და საკუთარ ავიაკომპანია QAF-ს ფლობს. როგორც წესი, თვითმფრინავები საიდუმლოდ ინახება, თუმცა ამჟამად სამეფო ოჯახი ამ მდიდრული Boeing 747-8-ის გაყიდვას ცდილობს. ბოინგის ღირებულება უცნობია, მაგრამ ცხადია, საუბარი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარზეა.

wrqtq3yqy3-1605883268.png

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ჯავშანტექნიკა Jaguar XJ Sentinel- ით გადაადგილდება. დედოფლის სახელმწიფო ლიმუზინის მსგავსად, იაგუარს აქვს გაძლიერებული კორპუსი, ტყვიაგაუმტარი ფანჯრები და ქიმიური შეტევის შემთხვევაში, ჟაგბადის მიწოდების საკუთარი სისტემა. პრემიერ მინისტრის მანქანის სავარაუდო ღირებულება 390 ათას დოლარს შეადგენს.

ri6r4o50o5o-1605883418.png

2015 წელს სამეფო საჰაერო ძალების Airbus A330 -ისთვის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა 1,1 მილიონი დოლარი დახარჯა, რის გამოც მას აკრიტიკებდნენ.

eu5e5ieotteoieoe-1605883340.png

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი, რომელიც 1,4 ტრილიონ დოლარს ფლობს, პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი სუპერიახტით ხშირად იწონებს თავს. 147 მეტრი სიგრძის იახტა 2006 წლამდე მსოფლიოში ყველაზე გრძელ წყლის ტრანსპორტად ითვლებოდა. მისი ღირებულება 100 მილიონი დოლარზე მეტია.

ulot6lutlt-1605883391.png

გასაკვირი არ არის, რომ ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანია ევროპაში ყველაზე დიდ სამთავრობო თვითმფრინავებს ფლობს. სამი Airbus A350, რომელთა მეტსახელი "მერკელია“, მსოფლიოში პირველი თვითმფრინავები არიან, რომლებიც VIP ჯგუფებისთვის გამოიყენება. მათი სალონის აღჭურვილობისთვის 340 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ცალკე ხარჯები იქნა გაღებული თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მონტაჟისთვის - 269 მილიონი დოლარი. სამივე A350- ის სავარაუდო ღირებულება 1,3 მილიარდი დოლარია.

3qw6yqy3qwyu7qw-1605883462.png

39 წლის ემანუელ მაკრონი გახდა საფრანგეთის პირველი ლიდერი, რომელმაც თავისი ინაუგურაციისთვის ჯიპი გამოიყენა. Peugeot– ის შვილობილი კომპანიის, DS-ის ავტომობილი ყველა იმ ფუნქციით არის აღჭურვილი, რაც აქამდე სხვა შემთხვევებში ჩამოვთვალეთ.

ert5wygnorynopr-1605883498.png

პლანეტის ერთ – ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკია ფლობს კერძო თვითმფრინავების ფლოტს და თვითონვე დაფრინავს. მისი პირადი თვითმფრინავია ბოინგ 747, რომელიც Lufthansa– სგან 100 მილიონ დოლარად შეიძინა. იტერიერის გასაახლებლად კიდევ 120 მილიონი დოლარი დაიხარჯა. თვითმფრინავში გამორჩეულ ადგილს იკავებენ ოქროს ნიჟარები.

atgeyqyqyq3-1605883540.png

აშშ-ს პრეზიდენტის Cadillac ლიმუზინი მეტსახელად "მხეცი" ყველაზე უსაფრთხო მანქანაა პლანეტაზე. იგი გამოირჩევა გაბრტყელებული Kevlar– ის საბურავებით, ჰერმეტული დაცვით ქიმიური შეტევებისგან, 200 მმ-იანი სისქის ჯავშნით, მოოქროვილი კარებით, 130 მმ სისქის ტყვიაგაუმტარი მინით, აფეთქების გამძლე ფირფიტის ჯავშნით და სისხლის ბანკის საცავით. ავტომობილი 1,5 მილიონი აშშ დოლარი ღირს.

თეონა რამაზაშვილი