მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე დაწერა. შეგახსენებთ, რომ ნათია მეზვრიშვილი მანამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
როგორც ნათია მეზვრიშვილის მიერ, მიმდინარე წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის სანაცვლოდ, 2019 წელს ხელფასის სახით 3 თვეში 25 937 ლარი მიიღო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე კი, 8 თვეში, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 8 სექტემბრამდე, 56 806 ლარი. ნათია მეზვრიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა.
რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უძრავ - მოძრავ ქონებას, ნათია მეზვრიშვილის სახელზე მხოლოდ ერთი სახლია რეგისტრირებული. კერძოდ, 2014 წელს, 48 000 დოლარად შეძენილი ბინა თბილისში.
ამასთან, ნათია მეზვრიშვილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:
„ტერა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 1890,16 ლარს, მიმდინარეზე - 27,08 ლარს.
ხოლო, "თი–ბი–სი ბანკის“ სახელფასოზე - 650,65 ლარს.