ხშირად გვინახავს და გაგვიგია ცნობილი ადამიანების ცხოვრების წესის შესახებ. ძვირადღირებული კოსმეტიკური და ქირურგიული ჩარევები სილამაზის შესანარჩუებლად, სპა სალონები, სპეციფიკური მასაჟები, კომფორტული საცხოვრებელი... მსოფლიო წარმატებას, რომელიც ბევრი შრომის შედეგად მოდის, თან ახლავს ქონებრივი კეთილდღეობაც.
“ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს, რომლებსაც მოგზაურობა უყვართ, გადაადგილების საშუალებებში მილიონებს და გაგიკვირდებათ, მილიარდებსაც ხარჯავენ. როგორ გამოიყურება მათი თვითმფრინავები და იახტები?
ქანიე უესტის რეაქტიული თვითმფრინავი 747 - 2.2 მილიონი დოლარი
ქანიემ და მისმა მეუღლემ, კიმ კარდაშიან - ვესტმა 2018 წელს სამგზავროდ რეაქტიული თვითმფრინავი 747 იქირავეს. თანხის დაანგარიშება საათობრივად მოხდა და ჯამში 2.2 მილიონი დოლარი შეადგინა.
ანჯელინა ჯოლის Cirrus SR22 650 ათასი დოლარი
ანჯელინა ჯოლი ცობილია მისი მრავალფეროვანი ნიჭით. ერთ - ერთი პროფესიით, იგი პილოტია. მან შეიძინა მფრინავის ლიცენზია და იყიდა საკუთარი Cirrus SR22, რომლის სავარაუდო ღირებულება 650 ათას დოლარს შეადგენს.
P. Diddy’s იახტა “მარაია“ 65 მილიონი დოლარი
გასაკვირი არ არის, რომ P. Diddy’s ასეთ ექსტრავაგანტულ იახტას ფლობს. ცნობილია, რომ რეპერი წვეულებებს ხშირად მართავს და ამაში ფინანსებს არასდროს იშურებს. იახტა “მარაია“ მან წვეულებებისთვის შეიძინა და ამაში 65 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ჯ.კ. როულინგის ამფიტრიტის იახტა - სავარაუდო ფასი 19,2 მილიონი დოლარი
ამ ლეგენდარულ უახტას თავდაპირველად მსახიობი ჯონი დეპი ფლობდა. “ჰარი პოტერის“ ავტორმა იახტა $ 19.2 მილიონ დოლარად შეიძინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მწერალი იახტაზე ხშირად მარტო მოგზაურობს და თავისი წიგნებისთვის ოკეანეში “მუზებს“ ნამდვილად პოულობს.
ჯიმ კერის Gulfstream V - 59 მილიონი დოლარი
ცნობილია, რომ ჯიმ კერის მოგზაურობა ყველაზე მეტად უყვარს. სწორედ ამიტომ შეიძინა კერძო თვითმფრინავი Gulfstream V. მისი ღირებულება 59 მილიონი დოლარია, თუმცა ფრენა საათში დამატებით 8 ათასი დოლარი ღირს.
არნოლდ შვარცნეგერის Gulfstream III - 35 მილიონი დოლარი
ლეგენდარული მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი 2007 წელს კალიფორნიის გუბერნატორი გახდა. ამის გამო, მსახიობს უკვე პოლიტიკოსის რანგში ბევრი ვიზიტის გაკეთება უწევდა. კომფორტული ფრენისთვის კი თვითმფრინავი - Gulfstream III 35 მილიონ დოლარად შეიძინა.
სტივენ სპილბერგის ავი “შვიდი ზღვა“ - 184 მილიონი დოლარი
სტივენ სპილბერგის წარმოუდგენელი წარმატება მისი სიმდიდრის მიზეზია. სწორედ ფუფუნების სიყვარულმა განაპირობა ის, რომ სპილბერგმა ნავში 184 მილიონი დოლარი გადაიხადა და მას “შვიდი ზღვა“ უწოდა.
282 მეტრის სიგრძის ნავი გამოირჩევა კომფორტით, მას აქვს ჯაკუზი და ეტევა 12 ადამიანი.
რობერტო კავალის 40 მილიონიანი ბაგლიეტოს იახტა
დიზაინერს ღია ოკეანეში ყოფნა ყველაზე მეტად უყვარს. სწორედ ამიტომ, რობერტო კავალიმ იახტაში 40 მილიონი დოლარი გადაიხადა. პერსონალური იახტის სიგრძე 135 მეტრია, გამოირჩევა კომფორტული გაჯეტებით და მასზე შესაძლებელია ათი ადამიანის გამასპინძლება.
ბელა ჰადიდის JetLux - თითო ფრენისთვის სავარაუდოდ 100 ათასი დოლარი
ახალგაზრდა ბელა ჰადიდმა შეძლო და სამოდელო ბიზნესის ნადმვილ ლედიდ იქცა. ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალ ანაზღაურებადი მოდელია მსოფლიოში. უამრავი გამოსვლებისა და მიწვევის გამო, მოდელს მსოფლიოს თითქმის, ყველა წერტილში უწევს ფრენა. სწორედ ამიტომ, JetLux– ის თვითმფრინავში, თითო მგზავრობაში 100 000 დოლარს იხდის.
ლეონარდო დიკაპრიოს Bombardier Challenger 300 - სავარაუდოდ 40 ათასი დოლარი ერთ ფრენაში
ლეონარდო დიკაპრიოს პირადი თვითმფრინავის შეძენის არანაირი საჭიროება არ აქვს. ამის ნაცვლად, მას ურჩევნია თითო ფრენაში 40 ათასი დოლარი გადაიხადოს.
მსახიობი თვითმფრიავში იზოლირებულად იმყოფება და კომპანია ყველა მოთხოვნებს ასრულებს. ხანგძლივი ფრენის დროს, დიკაპრიოს ერთი მოგზაურობა შეიძლება 240 ათასი დოლარი დაუჯდეს.