პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების ნაწილი ფონდ ქართუს საკუთრებაში გადასცა. საუბარია, იმ ბიზნესებსა და ქონებაზე, რომელსაც ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფლობდა. მფლობელების ცვლილება კომპანიებში ძირითადად გასული წლის მიწურულს დაფიქსირდა რეესტრში.
მათ შორის, ფონდ ქართუს 100%-იან საკუთრებაში გადავიდა „ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელიც მანამდე პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება - FRANKSTON INTERNATIONAL S.A იყო, რომელიც ასევე ივანიშვილის საკუთრებაშია. ფონდის პროექტებს შორისაა მათ შორის, "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", ასევე სასტუმრო "პარაგრაფი აბასთუმანში"; სასტუმრო სიღნაღში; გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსი მწვანე კონცხზე; სასტუმრო განმუხურში; სასტუმრო და საოფისე შენობა ერეკლეს მოედანზე; სასტუმრო და გოლფ კლუბი თაბორზე; სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში; სასტუმრო თავისუფლების მოედანზე.
გარდა ამისა, 2020 წლის მიწურულს ფონდ ქართუს საკუთრებაში გადავიდა: ივანიშვილის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო და საინჟინრო კომპანიები შპს “ელიტა ბურჯი” და “ბურჯი“. ასევე ფონდის საკუთრებაში გადავიდა - შპს „ბიზნეს ცენტრი“, შპს „სი ვიუ რესორთ“, შპს „ლაგუნა ვერე“.
თავის მხრივ ფონდ ქართუს დამფუძნებელი კი არის „ქართუ ჯგუფი“.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა ბიზნეს-კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ტოვებს პოლიტიკურ პატრია „ქართულ ოცნებას“ და მიდის პოლიტიკიდან.