თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა იზრდება.
უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს თბილისთან ახლოს მდებარე მთიან ადგილებსა და მცხეთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების შეძენის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც შესაძლოა 2021 წელსაც გაგრძელდეს.
ზოგადად, მიწის ნაკვეთების კვადრატული მეტრის ფასი მისი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. ღირებულებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ სად მდებარეობს, რამდენად განვითარებულია ირგვლივ ინფრასტრუქტურა და რამდენად უზრუნველყოფილია კომუნიკაციები - ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი და ა.შ.
უძრავი ქონების პორტალ ss.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, თბილისთან მდებარე ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთის ფასი ასე გამოიყურება:
(აღებულია მინიმალური და მაქსიმალური კვადრატული მეტრის ფასი)
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, მიწის ნაკვეთებზე ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს და ის კორონაპანდემიის პერიოდში არ გაძვირებულა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა გაზრდილია და ტენდენცია წელსაც გაგრძელდება.