2020 წელს თურქეთი გახდა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, სადაც საერთო სავაჭრო ბრუნვამ 1,597 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბრუნვის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში პირველი ადგილი სწორედ თურქეთმა დაიკავა.
საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 13%-ით, ხოლო ექსპორტი 5.8%-ით შემცირდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში,
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ტრიკოტაჟის ნაწარმი - 39 685 300 დოლარი
- ფეროშენადნობები - 32 758 200 დოლარი
- კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 17 332 900 დოლარი
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 11 105 700 დოლარი
- თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები - 9 354 300 დოლარი
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით (ცალი) - 49 463 200 დოლარი
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 45 951 600 დოლარი
- შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 32 835 600 დოლარი
- შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 35 039 900 დოლარი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 29 366 900 დოლარი