2020 წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99.262 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი თითქმის 10-ჯერ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. პანდემიამდე წელს ბანკების წმინდა მოგება 953,635 მლნ ლარი იყო.
კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელი კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მხოლოდ მარტში ბანკები 943,1 მილიონიან ზარალზე გავიდნენ. მარტის შემდეგ ბანკები ზარალზე არ გასულან.
რაც შეეხება დეკემბერს, წლის ბოლო თვეს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 100,730 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16,249 მლნ ლარით მეტია წინა თვესთან შედარებით (84,481 მლნ ლარი - ნოემბერი) და 31,289 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (132,019 მლნ ლარი).
ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.