2020 წელს ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა.
საანგარიშო პერიოდში ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1,185 მლრდ დოლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში ჩინეთი მესამე ადგილზეა.
საანგარიშო პერიოდში ჩინეთში პროდუქციის იმპორტი 17.5%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 113.4%-ით გაიზარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში:
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 393 614 400 დოლარი
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 38 886 800 დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 13 269 400 დოლარი
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 9 240 200 დოლარი
- დაუმუშავებელი ალუმინი - 4 434 400 დოლარი
ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 27 418 300 დოლარი
- ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 22 615 200 დოლარი
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 19 566 800 დოლარი
- აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის - 13 742 100 დოლარი
- ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები - 13 375 900 დოლარი