Colliers International Georgia უძრავი ქონების ბაზრის 2020 წლის მიმოხილვას აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, ახალაშენებული ბინების რაოდენობა 14%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა და 8,593 ერთეული შეადგინა. ჯამურად, ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა.
ამასთან, როგორ კვლევაშია აღნიშნული, 2020 წელს ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის უბნების უმეტეს ნაწილში. მცირედი კლება დაფიქსირდა სამგორში, ნაძალადევსა და დიდუბეში, 2%, 1% და 6%. გამონაკლისს წარმოადგენს გლდანი, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა.
უბნების მიხედვით, თბილისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციები 2020 წელს ასე გადანაწილდა :
- საბურთალო - 3 946;
- დიდი დიღომი - 3 589;
- სამგორი - 3 478;
- გლდანი - 2 663;
- ნაძალადევი - 1 917;
- დიდუბე - 1 077;
- ვაკე - 632;
- მთაწმინდა - 332;
- კრწანისი - 311;
- ისანი - 248;
- ბაგები - 218;
- ჩუღურეთი - 175;
- ფონიჭალა - 27;
- წყნეთი - 9;
- დიდგორი - 4.