დედაქალაქის მერმა ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 31 იანვარს შეავსო. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, კახა კალაძემ გასულ წელს ქველმოქმედებაში 280 000 დოლარი დახარჯა, ხოლო პარტია „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობის სახით 60 000 ლარი გადაურიცხა.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, თბილისის მერის საკუთრებაშია: მშენებარე, 650 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში, რომელშიც 2013 წელს 500 000 ლარი გადაიხადა. 101 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, სამი ავტოსადგომი, ასევე 258,54 კვ.მ სახლი, რომელშიც 2018 წელს 928 414 ლარი გადაიხადა. იმავე მისამართზე მდებარე მეორე ბინა, კერძოდ, 203,04 კვ.მ ფართობის, რომელშიც 774 875 ლარი აქვს გადახდილი. კახა კალაძის საკუთრებაშია 2017 წელს შეძენილი ორი ავტოფარეხი ჭავჭავაძის გამზირზეც, რომლის ჯამური ღირებულება 14 000 აშშ დოლარია. ორი ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, რომელშიც 2017 წელს 160 000 აშშ დოლარი გადაიხადა. 2006 წელს აქვს შეძენილი კიდევ ერთი ბინა ვაკეში, რომლის ღირებულებაც 71 280 ლარია.
კალაძის საკუთრებაშია, ასევე: სახლი სამტრედიაში, ორი აგარაკი წყნეთში, 396 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამტრედიაში, სამი მიწის ნაკვეთი წყნეთში, ავტოფარეხი თბილისში, ბურძგლას ქუჩის მიმდებარედ, ორი ბინა უკრაინაში და ორი არასაცხოვრებელი ფართი სამტრედიაში.
ასევე, თბილისის მერს ეკუთვნის: მსუბუქი ავტომობილები: FIAT 500 ABARTH, TOYOTA CAMRY და BRABUS ULTIMATE 125. მოტოსატრანსპორტო საშუალება -HARLEY-DAVIDSON VR1, მოტოსატრანსპორტო -HARLEY-DAVIDSON, მოტოსატრანსპორტო საშუალება -HARLEY-DAVIDSON.
გარდა ამისა, კახა კალაძემ 2020 წელს შეიძინა მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY-DAVIDSON ROAD KING (10 000 აშშ დოლარი) და მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES BENZ G (110 000 აშშ დოლარი).
დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კალაძე ფლობდა: ინტეზა სან პაოლოს მიმდინარე ანგარიშზე - 4 200 000 აშშ დოლარს, "საქართველოს ბანკის“ საბარათე ანგარიშზე - 9 392 აშშ დოლარს, „ბანკი ქართუს" საბარათე ანგარიშებზე - 5 391 აშშ დოლარს, 2 501 ევროს, 471 დოლარს, 181 ევროს. Julius Baer-ის მიმდინარეზე - 365 000 აშშ დოლარს, ხოლო დანაზოგის სახით - 7500 აშშ დოლარს და 8000 ევროს.
დეკლარაციის მიხედვით, დედაქალაქის მერმა გასულ წელს ხელფასის სახით 29 917 ლარი მიიღო.
ამასთან, კალაძის მფლობელობაშია ქართველი მხატვრების - ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის მიერ შესრულებული 6 ფერწერული ტილო, რომლებიც კალაძემ 2000-2009 წლებში შეიძინა. ჯამში 5 ფერწერულ ტილოში მან 245 000 დოლარი გადაიხადა, მე-6 ტილო კი საჩუქრად მიიღო.
კახა კალაძის დეკლარაცია სრულად