საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს

2019 წლის მონაცემებით, საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია FAO-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავზობთ მონაცემებს, თუ რა რაოდენობის ბოსტნეული იწარმოებოდა 2015-2019 წლებში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

  • 2019 წელს საქართველოში -161.1 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოა, სომხეთში - 547.1, ხოლო აზერბაიჯანში - 1716.2 ათასი ტონა.
  • 2018 წელს საქართველოში - 142.1 ათასი ტონა ბოსტნეული. სომხეთში - 560.3 ათასი ტონა, ხოლო აზერბაიჯანში - 1523.4 ათასი ტონა.
  • 2017 წელს საქართველოში - 125.9 ათასი ტონა ბოსტნეული, სომხეთში - 811.9 ათასი ტონა, აზერბაიჯანში კი - 1407.1 ათასი ტონა ბოსტნეული.
  • 2016 წელს საქართველოში - 141.7 ათასი ტონა, სომხეთში - 916.1 ათასი ტონა, აზერბაიჯანში- 1272.1 ათასი ტონა.
  • 2015 წელს საქართველოში - 152.3, სომხეთში - 973.3 ათასი ტონა, აზერბაიჯანში კი - 1276.8 ათასი ტონა.

bostneul-cxrilll-1612868499.jpg

თამარ მუკბანიანი