ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე მე-10 მოწვევის პალამენტის წევრი „ქართული ოცნების“ სიით გახდა.
როგორც მის მიერ 2021 წლის თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ჩანს, მის სახელზე რეგისტრირებულია არაერთი უძრავი, თუ მოძრავი ქონება.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ბეჟან წაქაძეს ეკუთვნის: 266,08 კვ.მ აგარაკი და მიწის ნაკვეთი წოდორეთში, რომლის ჯამური ღირებულება 1 888 128 ლარია; ასევე, 85 კვ.მ ბინა კიევში, რაშიც 825 000 ლარი გადაიხადა; 576,13 კვ.მ ბინა თბილისში, რომლის ღირებულება 2 673 000 ლარია.
გარდა ამისა, ბეჟან წაქაძის სახელზეა 1370 კვ.მ, 1985 კვ.მ და 1380 კვ.მ მიწის ნაკვეთები, სოფელ მეორე სვირში, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა. თუმცა, ამავე სოფელში 1150 კვ.მ და500 კვ.მ მიწის ნაკვეთები თავადაც შეიძინა, რაშიც ჯამში - 103 000 ლარი გადაიხადა.
ასევე, ბეჟან წაქაძეს ეკუთვნის ორი ავტოფარეხი თბილისში, რომლის ჯამური ღირებულება 171 600 ლარია და 74,32 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი (132 000 ლარი).
ბეჟან წაქაძის სახელზეა სხვა ქონების ვრცელი ჩამონათვალიც. კერძოდ, 8 ფერწერული ტილო, რომლის ჯამური ღირებულება - 676 500 ლარს შეადგენს. ჩოპარდი, საათი რომელიც - 49 500 ლარად შეიძინა, ხოლო ცეცხლსასროლ იარაღში (მოოქროვილი პარაბელუმი) 82 500 ლარი, მაუზერში კი 37 950 ლარი აქვს გადახდილი.
ბიზნესმენის სახელზეა 2 მსუბუქი ავტომობილიც. კერძოდ, Reng-Rover (FF008FF) (613 800 ლარი) და MERSEDES-BENZ (SP509SP) (660 000 ლარი).
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ბეჟან წაქაძე ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ მიმდინარეზე - 3 500 ლარს, "თი-ბი-სი ბანკის“ მიმდინარეზე - 100 000 ლარს, დანაზოგის სახით კი - 50 000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენს გასულ წელს ქველმოქდებაში 320 000 ლარი აქვს ჩადებული.
შეგახსენებთ, რომ ბეჟან წაქაძე „GDG“-ის დამფუძნებელია.