საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის ემზადება.
ვიდრე მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მსოფლიოში მოსახლეობის სიმრავლეთ მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანაში საქართველოდან მხოლოდ მინიმალური რაოდენობის პროდუქცია გადის, ასევე მცირეა იმპორტის მოცულობაც.
2020 წელს საქართველო-ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 48,466 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 0,4%-ია. (ცნობისათვის, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11,347 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა) უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ინდოეთში ექპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,758 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, საქართველომ ინდოეთისგან 45,708 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რომელიც 2020 წელს საქართველომ იყიდა და გაყიდა ინდოეთში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- სპილენძის ჯართი და ნარჩენები - 478, 69 ათასი აშშ დოლარი
- მატყლი, კარდო ან სავარცხლურ საჩეჩი დამუშავების გარეშე - 378,54 ათასი აშშ დოლარი
- დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები - 259, 12 ათასი აშშ დოლარი
- ალუმინის ჯართი და ნარჩენები - 251, 15 ათასი აშშ დოლარი
- თუთიის ჯართი და ნარჩენები - 239,15 ათასი აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 214, 66 ათასი აშშ დოლარი
- საქსოვი დაზგები - 211, 5 ათასი აშშ დოლარი
- არადენატურირებული ეთილის სპირტი, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 160,3 ათასი აშშ დოლარი
- ნახშირბადიანი ფოლადის წნელები, შემდგომი დამუშავების გარეშე - 141,63 ათასი აშშ დოლარი
- დაუმუშავებელი ტყვია - 87,84 ათასი აშშ დოლარი
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ინდოეთისგან ყველაზე დიდი მოცულობით შემდეგი პროდუქტები შეიძინა:
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 10, 66 მლნ აშშ დოლარი
- ბრინჯი - 2,54 მლნ აშშ დოლარი
- საწერად გამოსაყენებელი ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული, საბეჭდად ან სხვა გრაფიკული მიზნებისათვის - 1,456 მლნ აშშ დოლარი
- არაქისი - 1,401 მლნ აშშ დოლარი
- ადამიანის სისხლი; ცხოველების სისხლი სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები - 2,918 მლნ აშშ დოლარი
- დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები - 2,731 მლნ აშშ დოლარი
- სხვა მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის - 1,28 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,169 მლნ აშშ დოლარი
- მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 1,16 მლნ აშშ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა -1,119 მოლნ აშშ დოლარი
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგარდი განვითრების მინისტრის ინფორმაციით, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის.