საქართველოში ნავთობის მოპოვებას კომპანია OMV Petrom-ი იწყებს.
შესაბამის ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი 2021 წლის 10 მარტს მოეწერა.
„OMV Petrom“-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანიაა, ხოლო მისი დამფუძნებელი კომპანია ავსტრიული „OMV Group“-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შედის.
კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
რა ვიცით OMV Petrom S.A.-ის შესახებ?
OMV Petrom S.A. არის ინტეგრირებული ნავთობკომპანია, რომელსაც ავსტრიული OMV აკონტროლებს. ეს არის რუმინული ერთ-ერთი უდიდესი კორპორაცია და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის უდიდესი მწარმოებელი.
1991 წელს დაარსებული Petrom -ს რუმინეთის ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. OMV Petrom წლიურად 55,4 მილიონი ბარელი ნავთობის ექვივალენტს აწარმოებს. ჯგუფს აქვს რესურსი, რომ წელიწადში 4,5 მილიონი ტონა გადაამუშაოს. ასევე ამუშავებს მაღალეფექტიან, 860 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურს. 2020 წელს Petrom- ი რუმინეთსა და მეზობელ ქვეყნებში ორი ბრენდის OMV და Petrom-ის სახელით 793 ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.
კომპანია აქტიურად არის ჩართული გაზისა და ნავთობპროდუქტების გადამუშავებასა და მარკეტინგში 13 ქვეყანაში, აწარმოებს საძიებო საქმიანობას ხუთი კონტინენტის 20 ქვეყანაში.
OMV Petrom არის სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. კომპანიამ 2005-2019 წლებში 30,4 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადები და დივიდენდები გადაიხადა.
ისტორია და ბირჟები
2004 წლის ბოლოს Petrom რუმინეთის სახელმწიფომ ავსტრიულ ნავთობკომპანიას OMV-ს კომპანიის 51% მიყიდა. 2005 წლამდე Petrom-ი ფლობდა ექვს საბურღ პლატფორმას, რომელთაგან ხუთი - GSP Atlas, GSP Jupiter, GSP Orizont, GSP Prometeu და GSP Saturn, Grup Servicii Petroliere- ზე 100 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. 2006 წლის იანვარში პეტრომმა შეიძინა OMV რუმინეთში, ბულგარეთში და სერბეთსა და მონტენეგროში. 2010 წლის 1-ელ იანვარს კომპანიამ შეიცვალა სახელწოდება და OMV Petrom გახდა.
2010 წლის 12 ივლისს, OMV Petrom– მა ხელი მოაწერა 15-წლიან კონტრაქტს სამხრეთ-დასავლეთ რუმინეთში გაზრდილი რესურსების მოპოვების თაობაზე. 2010 წლის 6 სექტემბერს OMV Petrom– მა მის პარტნიორს Mineral and Bio Oil Fuels Limited (Ring Oil)-ს რუსეთის 74.9% -იანი წილი მიყიდა, რის შემდეგაც რუმინულმა კომპანიამ რუსეთის ბაზარი დატოვა.
2010 წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი OMV Petrom-მა რუმინეთში თავისი მარკეტინგული საქმიანობა ერთ ორგანიზაციაში - OMV Petrom Marketing SRL-ში გააერთიანა.
2010 წლის 2 დეკემბერს OMV Petrom– მა ბუქარესტის ჩრდილოეთ ნაწილში კომპანიის ცენტრალური ოფისი Petrom City გახსნა. დასაქმდა 2 500 თანამშრომელი. ოფისის გადატანის პროცესი 2011 წელს დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთის სახელმწიფო ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბიზნესის გარემოს დაცვის სამინისტროს მფლობელობაში OMV Petrom- ის 20.639%-ია, წილის 9.998% -ს ფლობს Fondul Proprietatea, ხოლო აქციების 18.352% ბუქარესტის და ლონდონის საფონდო ბირჟებზე თავისუფალ მოძრაობაშია.
2020 წელს OMV Petrom-ის აქციებმა ბუქარესტის საფონდო ბირჟაზე მცირედით დაიკლო. ეს გამოწვეული იყო მსოფლიოში არსებული პანდემიით და სხვადასხვა სურთულეებით. თუმცა კომპანია პოზიციებს ნელ-ნელა ამყარებს და 2021 წლის დასაწყისში მისი აქციების ფასის ზრდა ფიქსირდება.
კომპანიას დღეის მდგომარეობით საერთო ჯამში 10 000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.