9 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, მხოლოდ ერთი გაიყიდა. საუბარია თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იან წილზე, რომლის საწყისი ფასი 266 000 ლარი იყო, აუქციონზე კი 268 000 ლარად გაიყიდა.
შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმის შესახებ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. როგორ მაშინ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთავრობა პრივატიზაციის პროცესში წლის ბოლომდე კერძო ბიზნესს სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმოს შესთავაზებს.
პირველ ეტაპზე მთავრობამ ბიზნესს 9 საწარმო შესთავაზა, აუქციონი 13 აპრილს სრულდებოდა, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო პროგრამის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ელექტრონული აუქციონები, ხარვეზი შეიქმნა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აუქციონი კიდევ 2 დღით, დღეს 17:00 საათამდე გაგრძელებულიყო.
გამოტანილ ქონებებს შორის იყო:
9 სახელმწიფო ქონების ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარამდეა.