81 წლის ასაკში კომპანია Adobe-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ფორმატ PDF-ის ერთ-ერთი შემქმნელი ჩარლზ გერშკე გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. Adobe-ის ხელმძღვანელის, შანტან ნარაიანას სახელით გავრცელებულ ამ განცხადებას Associated Press აქვეყნებს.
„ეს უდიდესი დანაკარგია Adobe-ის მთელი ჯგუფისთვის და ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის, რომლის თანამგზავრი და გმირიც ის ათწლეულების განმავლობაში იყო,“ - წერია წერილში.
ჩარლზ გეშკემ დოქტორის წოდება კარნეგის უნივერსიტეტში მიიღო, რის შემდეგაც პალო-ალტოში Xerox-ის კვლევით ცენტრში მუშაობდა. 1982 წელს მან ამერიკელ ჯონ უორნოკომთან ერთად კომპანია Adobe დააფუძნა. 2009 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ორივე მათგანი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეროვნული მედლით დააჯილდოვა.