1-19 აპრილს ახალი იპოთეკების მოცულობა 2020 წელთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკის აღდგენის დინამიკის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, , ამ ზრდის მიუხედავად, ბაზრის მოცულობა 2019 წლის დონეს მაინც ჩამორჩება. აქ კლება 19,2%-ს შეადგენს. თუმცა უშუალოდ თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა როგორც 2020, ასევე 2019 წელთან შედარებით გაზრდილია.
რაც შეეხება ტრანზაქციების რაოდენობას, „1-15 აპრილის პერიოდში თბილისში საცხოვრებელი სახლების ტრანზაქციები 2019 წელთან შედარებით 11.5%-ით გაიზარდა,”- ნათქვამია TBC Capital-ის ანგარიშში.