ინდოეთში კორონავირუსი რეკორდული ტემპით ვრცელდება. ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყნის ისტორიაში კოვიდ19-ით ინფიცირების და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. მხოლოდ გასულ დღეს კორონავირუსს 3 286 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია. ურთიერთობის გაღრმავებისთვის კი, რამდენიმე თვის წინ ქვეყნების მთავრობებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის დაიწყეს მზადება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ ინდოეთში.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვეში (იანვარი,თებერვალი, მარტი) საქართველოდან ინდოეთში 636,3 ათასი აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 605,8 ათასი აშშ დოლარის.
ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
- საქსოვი დაზგები - 211,5 ათასი აშშ დოლარი
- დაუმუშავებელი ტყვია - 87,8 ათასი აშშ დოლარი
- ნახშირბადიანი ფოლადის წნელები, შემდგომი დამუშავების გარეშე - 69,9 ათასი აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 22, 2 ათასი აშშ დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები - 5,5 ათასი აშშ დოლარი
ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ინდოეთისგან 11,779 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 12,009 მლნ აშშ დოლარის.
მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით შემდეგი პროდუქტების იმპორტი განხორციელდა:
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 2,865 მლნ აშშ დოლარი
- დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები - 697,8 ათასი აშშ დოლარი
- ადამიანის და ცხოველების სისხლი სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები - 630,2 ათასი აშშ დოლარი
- ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები, ზრდის რეგულატორები - 536,6 ათასი აშშ დოლარი
- პოლიაცეტალები, სხვა მარტივი პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები, პირველადი ფორმებით - 495,9 ათასი აშშ დოლარი
რაც შეეხება 2020 წელის მთლიან მაჩვენებელს, საქართველო-ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 48,466 მლნ დოლარი შეადგინა. უფრო კონკრეტულად, 2020 წელს ინდოეთში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 2,758 მლნ აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, საქართველომ ინდოეთისგან 45,708 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- სპილენძის ჯართი და ნარჩენები - 478, 69 ათასი აშშ დოლარი
- მატყლი, კარდო ან სავარცხლურ საჩეჩი დამუშავების გარეშე - 378,54 ათასი აშშ დოლარი
- დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები - 259, 12 ათასი აშშ დოლარი
- ალუმინის ჯართი და ნარჩენები - 251, 15 ათასი აშშ დოლარი
- თუთიის ჯართი და ნარჩენები - 239,15 ათასი აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 214, 66 ათასი აშშ დოლარი
- საქსოვი დაზგები - 211, 5 ათასი აშშ დოლარი
- არადენატურირებული ეთილის სპირტი, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 160,3 ათასი აშშ დოლარი
- ნახშირბადიანი ფოლადის წნელები, შემდგომი დამუშავების გარეშე - 141,63 ათასი აშშ დოლარი
- დაუმუშავებელი ტყვია - 87,84 ათასი აშშ დოლარი
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ ინდოეთისგან ყველაზე დიდი მოცულობით შემდეგი პროდუქტები შეიძინა:
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 10, 66 მლნ აშშ დოლარი
- ადამიანის სისხლი; ცხოველების სისხლი სამედიცინო მიზნებისათვის; იმუნური შრატები - 2,918 მლნ აშშ დოლარი
- ბრინჯი - 2,54 მლნ აშშ დოლარი
- საწერად გამოსაყენებელი ქაღალდი და მუყაო არაცარცირებული, საბეჭდად ან სხვა გრაფიკული მიზნებისათვის - 1,456 მლნ აშშ დოლარი
- არაქისი - 1,401 მლნ აშშ დოლარი
- დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები - 2,731 მლნ აშშ დოლარი
- სხვა მანქანები და მექანიზმები გადაადგილების, ამოთხრის ან გაბურღვისათვის - 1,28 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,169 მლნ აშშ დოლარი
- მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - 1,16 მლნ აშშ დოლარი
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა -1,119 მოლნ აშშ დოლარი