2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 15,5%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 3 თვეში გაცემულია 1931 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,5 პროცენტით ნაკლები) 1301,2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4 პროცენტით ნაკლები).
ნებართვების 73,5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,8 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი კი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 30,1 პროცენტი ქ. თბილისზე, 13,2 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 13,2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.
სულ, 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 341,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,5 პროცენტით ნაკლები) 562 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,1 პროცენტით მეტი).