Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.4468 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.4370 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 28 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.4529 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1666 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.