ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მარტში ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თმით, დადებითი დინამიკა ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით გრძელდება.
„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა, ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი”,- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.