1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4503 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4503 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4529 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0026 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1818 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1666 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0152 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.