აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა წელსაც გრძელდება.
აჭარის მთავრობის ცნობით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში აჭარაში 2000 ჰა ფართობზე მეტი დამუშავდება.
„ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 700 ჰა ფართობი. ფერმერების ხელშეწყობის მიზნით ეს ინიციატივა შარშან პირველად, კოვიდპანდემიის დროს განხორციელდა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს წელსაც ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან ეს და სხვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.