TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა. ეს ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2020 წლის აპრილში ქვეყანაში სრული ლოკდაუნი მოქმედებდა.
თუმცა, თუ მიმდინარე წლის აპრილის მაჩვენებლებს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადრებთ, სურათი რადიკალურად განსხვავებულია. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობა 22.8%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ტრანზაქციებს, თბილისში ბინების ტრანზაქციების მოცულობა 9.2%-ით გაიზარდა.