დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ამირან გამყრელიძემ ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისს "სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება, ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.
დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (“ასტრაზენეკა”, “ფაიზერი”, “სინოფარმი") ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.
შეგახსენებთ, ქვეყანაში "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოსული.