ბიომეურნეობა „სამყურა“ მზესუმზირის ზეთის წარმოებას იწყებს.
ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის მფლობელი, ნიკა ბაგალიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, პროდუქცია ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოჩნდება.
,,ზეთის წარმოებას აგვისტოდან დავიწყებთ. ეს წელს პირველად ხდება და ამიტომ იქნება მცირე რაოდენობის. მზესუმზირა უკვე დათესილი გვაქვს 3 ჰექტარზე და მისგან გამოვხდით მზესუმზირის ზეთს ცივი და ცხელი გამოხდის მეთოდით. სარეალიზაციოდ მექნება ორივე აგვისტოს ბოლოსთვის. გავყიდი როგორც ჩვენს გვერდზე, ონლაინ, ასევე სუპერ-მარკეტებში, სადაც ბიო პროდუქცია იყიდება. რა თქმა უნდა, ეს პროდუქტიც იქნება ბიო“ - ამბობს ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ნიკა ბაგალიშვილი.
ცნობისთვის, ბიო მეურნეობა „სამყურა“ ალაზნის ველზე წნორში მდებარეობს. „სამყურას“ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება.