საქართველოს მასშტაბით დღეიდან უქმე დღეები გამოცხადდა. უქმე დღები 4-8 მაისის ჩათვლით პერიოდში და 10-11 მაისის პერიოდში იმოქმედებს.
ამასთან, მთავრობის მიერ უკვე განისაზღვრება იმ მეწარმე სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, ვისაც ეს დასვენების დღეები არ შეეხება. სია ასე გამოიყურება:
- პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;
- ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც ახორციელებენ Covid-19 მართვის ღონისძიებებს, მათ შორის პრევენციას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობას, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;
- ფარმაცევტული საქმიანობა;
- 24-საათიანი ზრუნვის სპეციალიზებული დაწესებულებები და „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მობილური ჯგუფები;
- სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;
- საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;
- სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანა;
- სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;
- საფოსტო და საკურიერო მომსახურება;
- წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;
- პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;
- სამაშველო საქმიანობა;
- ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;
- უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);
- დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;
- მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები;
- ნარჩენების მართვა;
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობა;
- სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარული პრეპარატების, აგროქიმიკატების წარმოება, გადამუშავება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;
- სასოფლო-სამეურნეო სერვისების მიწოდება;
- სადაზღვევო საქმიანობა.