სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნებას“ აპრილში თანხა 8 ფიზიკურმა პირმა შესწირა

აპრილში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ თანხა 8 ფიზიკურმა პირმა შესწირა.

აღნიშნულ ინფორმაციას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველი ფიზიკური პირები არიან:

მარინე გოცირიძე - 8,000.00 ლარი; ოთარ კოხოძე - 10,000.00 ლარი; ვაჟა კოხოძე - 5,000.00 ლარი; თეიმურაზ ჩიხლაძე - 10,000.00 ლარი; ირაკლი ბექაური - 10,000.00 ლარი; დავით ივანიშვილი - 5,000.00 ლარი; გიორგი ბაინდურაშვილი - 10,000.00 ლარი; ირაკლი საჯაია - 7,000.00 ლარი.