პირველი უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი Property Georgia-სგან - ვინ არიან მენტორები და რატომ არის ეს კურსი საინტერესო

საქართველოში პირველად უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება. კურსის ორგანიზატორი არის Property Georgia, სადაც მონაწილეები სურვილის შემთხვევაში, სტაჟირებასაც გაივლიან. სწავლებას სფეროს გამოცდილი ექსპერტები - ქეთი ადეიშვილი და ნინი მარიამიძე ჩაატარებენ. ორივე ამჟამად „ანაგი დეველოპმენტში“ საქმიანობენ. თუმცა მათი კარიერა „ანაგი დეველოპმენტში“ არ დაწყებულა და აქამდე მოსასვლელად გრძელი, გამოწვევებით სავსე გზის გავლა მოუწიათ.

უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი 2021 წლის 20 მაისს დაიწყება. კურსი მოიცავს 8 შეხვედრას, რომლის დროსაც განხილული იქნება: უძრავი ქონების ბაზრის თავისებურებები, გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტური ინსტრუმენტები და გაყიდვების პროცესის წარმატებით მართვა.

ვინ არიან და რა გამოცდილება აქვთ ქეთი ადეიშვილს და ნინი მარიამიძეს:

დღეს უძრავი ქონების ბაზარზე იშვიათად შეხვდებით რეალური გამოცდილების მქონე კადრებს, რომლებიც წლების განმავლობაში უწყვეტად საქმიანობენ აღნიშნულ სფეროში და რომელთა გამოცდილება უკავშირდება წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან ერთად სხვადასხვა საფასო კატეგორიისა თუ კონცეფციის დეველოპერული პროექტების რეალიზებას. სწორედ ამ რიცხვს მიეკუთვნებიან ქეთი და ნინი, რომლებიც უკვე მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობენ აღნიშნულ სფეროში, მართავენ უძრავი ქონების ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით გაყიდვების სრულ ციკლს და მარკეტინგულ პროცესებს. მათი უშუალო სპეციალიაზაცია სწორედ უძრავი ქონების გაყიდვების მართვა და მარკეტინგ მენეჯმენტია. მათ პორტფელში სხვადასხვა ცნობად დეველოპერულ პროექტთან ერთად წარმოდგენილია პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი King David.

ქეთი ადეიშვილი ამ ეტაპზე „ანაგი დეველოპმენტის“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორია. მას უძრავი ქონების გაყიდვებსა და მარკეტინგში 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ქეთიმ საქმიანობა კვლევით საკონსულტაციო ჯგუფში ACT-ში დაიწყო, სადაც მარკეტინგული კვლევებისა და მენეჯმენტის კონსულტანტის სახით აქტიურად იყო ჩართული ბიზნეს და სოციალური კლიენტებისთვის კვლევითი და საკონსულტაციო პროექტების გეგმის შემუშავებაში, პოტენციური კლიენტების მოთხოვნათა განსაზღვრაში, შესაბამისი პერსონალური წინადადებების მომზადება/პრეზენტაციაში. მომდევნო წლების გამოცდილება კი პირდაპირ უკავშირდება უძრავი ქონების ბაზრის გაყიდვებისა და მარკეტინგის მართვას მენეჯერულ პოზიციებზე. ქეთიმ უძრავი ქონების სექტორში საქმიანობა მრავალფუნქციურ კომპლექსში - „დირსიში“ განაგრძო.

ქეთი ადეიშვილი: „დირსი“ ერთ-ერთი პირველი კომფორტ ტიპის მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსი იყო, რომელიც იმ დროს მსოფლიოში არსებული ტენდენციის საპასუხოდ იქნა შემუშავებული. უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე ახალი ტენდენციის თანახმად მთელი მსოფლიოს დეველოპერები და არქიტექტორები თანმიმდევრულად გადადიოდნენ წერტილოვანი მშენებლობიდან მასშტაბური პროექტების რეალიზაციაზე. ამ გზით ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ცხოვრების ახალი სტილი“, „ხარისხიანი გარემო“, ერთიანი ურბანული სივრცე“. ამ იდეით შევქმენით „დირსის“ ახალი კონცეფცია, რომელიც „მინი ქალაქის“ განაშენიანებას გულისხმობდა. ეს იყო იმ დროს თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც მომხმარებლებს პირველი ბინის შეძენის შესაძლებლობას სთავაზობდა. ამ იდეის მომხმარებლებთან კომუნიკაცია და იდეის შესაბამისი გასაყიდი პროდუქტის ფორმირება-მიწოდება იყო უმთავრესი გამოწვევა „დირსის“ პროექტის შემთხვევაში“.

ქეთი ამბობს, რომ „დირსიდან“ მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელი იყო „ფრანგული უბნის“ გაყიდვების და მარკეტინგის პოლიტიკის შემუშავებისას, დაწყებული საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციის ფორმირებით, დამთავრებული საკომუნიკაციო სტრატეგიის გაწერითა და აღსრულებით. შემდეგ იყო პრემიალური ხაზის, პირველი კონდომინიუმის ტიპის პრემიუმ კლასის პროექტი „ქინგ დევიდი“. „იმ დროისთვის ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე და შესაბამისად, ასეთი ფასის და ფასეულობის სწორად მიტანა მომხმარებელთან და მათი დარწმუნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო“ - ამბობს ქეთი ადეიშვილი.

ნინი მარიამიძე ამ ეტაპზე „ანაგი დეველოპმენტის“ გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის უფროსია. მას უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში 16 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ სფეროში საქმიანობა 2006 წელს კომპანია „არსში“ დაიწყო. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში სამშენებლო ბუმი იყო. მაშინ უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი 3 კომპანია ოპერირებდა, მათ შორის, ერთ-ერთი იყო „არსი“. იმ დროს არსებული ძლიერი კონკურენციის პირობებში ნინი მარიამიძეს და მის გუნდს ერთდროულად 10-მდე მიმდინარე და სამომავლო პროექტზე უწევდა მუშაობა, რომლებიც ერთმანეთისგან თვისებრივად განსხვავდებოდა როგორც ლოკაციით და საფასო კატეგორიით, ასევე კონცეფციით. 2013 წლის ჩათვლით ის კომპანია „არსის“ ანალიტიკური მარკეტინგული კვლევების მენეჯერის, პიარის და მარკეტინგის მენეჯერის, გაყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციებს იკავებდა.

ნინი მარიამიძის კარიერაში „არსის“ შემდეგ იყო „ამერი დეველოპმენტი“ და შემდეგ უკვე „ქინგ დევიდი“ რომელსაც ის „ძალიან დიდ გამოწვევას“ უწოდებს.

„ეს იყო პირველი კონდომინიუმის ტიპის პრემიუმ კლასის პროექტი საქართველოში და ასეთი ტიპის პროექტზე მუშაობის გამოცდილება ამ დროს არავის ჰქონდა. როდესაც „ქინგ დევიდში“ მოვხვდი, ჯერ კიდევ შავი კარკასი სრულდებოდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ამ პროექტის შესახებ ბევრი ჭორი არსებობდა, მაგრამ სინამდვილეში არავინ იცოდა რა იყო“, - ამბობს ნინი მარიამიძე.

ნინი იხსენებს, რომ „ქინგ დევიდში“ მისულმა აღმოაჩინა, რომ ამ ეტაპისთვის დაგროვილი 9-წლიანი გამოცდილება საკმარისი სულაც არ იყო. საჭირო იყო ახლებური ხედვა და სულ სხვა მიდგომა. ამბობს, რომ აქტიურად დაიწყეს ინფორმაციის მოძიება ამ ტიპის პროექტებზე სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში, განსაკუთრებით კი ნიუიორკსა და მაიმიში. ასე შეიქმნა ამერიკული კონცეფციის პროექტი, რომელიც ქართული რეალობას კარგად მოერგო. ამბობს, რომ მარკეტინგის და გაყიდვების გუნდის ყველა მცდელობა წარმატებით დასრულდა და „ქინდ დევიდი“ გახდა ის ობიექტი, რომელმაც ახალი სტანდარტი დაამკვიდრა საქართველოში, თუ როგორი უნდა იყოს პრემიუმ კლასის პროექტები.

ნინი მარიამიძე: „ქინგ დევიდის პენტჰაუსის გაყიდვის შემდეგ, რომელიც მართლაც არარეალური ღირებულების იყო საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის, მჯერა, რომ ნებისმიერი უძრავი ქონების გაყიდვა შესაძლებელია სწორად შეფუთვის და სწორად მიწოდების შემთხვევაში.

2019 წლიდან კი ქეთი და ნინი „ანაგი დეველოპმენტში“ საქმიანობენ. სწორედ მათი ხელმძღვანელობით განხორციელდა კომპანიის ბრენდინგი, შემუშავდა გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგია, დაკომპლექტდა გაყიდვების გუნდი და რაც მთავარია შეიქმნა და გაყიდვაში ჩაეშვა კომპანიის მიმდინარე პროექტები: 𝗣𝗮𝗿𝗸 𝗛𝗼𝗺𝗲 ვაკე, 𝗣𝗮𝗿𝗸 𝗛𝗼𝗺𝗲 საბურთალო, ვილა ამბასადორი და 𝕊𝕖𝕒 ℍ𝕠𝕞𝕖 ბათუმი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და „ანაგი დეველოპმენტისგან“ მალე კიდევ ბევრი საინტერესო ახალ პროექტს უნდა ველოდოთ.

ქეთი ადეიშვილი: „ამ ეტაპზე, მე და ნინის საშუალება გვაქვს ვიმუშაოთ ერთდროულად რამდენიმე საფასო კატეგორიის და თვისებრივად განსხვავებული უძრავი ქონების პროდუქტებზე/პროექტებზე. დაწყებული საოჯახო ტიპის პრემიალური და კომფორტ კლასის საცხოვრებელი კომპლექსებით თბილისში, დამთავრებული სასტუმროს ტიპის, ექსკლუზიური დიზაინის მქონე ვილებით კაჭრეთში. თითოეულ პროექტზე გავდივართ სრულ სასიცოცხლო ციკლს: დაწყებული იდეის შემუშავებით, კონცეფციის ფორმირებით, გასაყიდი პროდუქტის შეფუთვით, დამთავრებული შემუშავებული საკომუნიკაციო სტრატეგიის აღსრულებით და გაყიდვებით.“

ნინი მარიამიძე: ჩვენ ვთვლით, რომ უძრავი ქონება არის სფერო, სადაც მარკეტინგი და გაყიდვები განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში შეუძლებელია იყო კარგი მარკეტერი, თუ აქტიურად არ ხარ ჩართული გაყიდვების პროცესში. სწორედ ამ დროს გეძლევა საშუალება შეაფასო რა გააკეთე სწორად და რა უნდა შეცვალო“.

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3dAOhnf

(R)