საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 10 მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში ჩაიტარა.
„ასტრაზენეკაზე“ რეგისტრაცია დღეიდან უკვე არის შესაძლებელი. პორტალზე დეტალურად არის მითითებული ეს ინფორმაცია. 10 მაისი არის ის თარიღი, როდესაც გადის 8 კვირა აცრილების პირველი ჯგუფისთვის. როგორც იცით, „ასტრაზენეკას“ დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 8-დან 12 კვირამდე და ვინც ჩაიტარა 15 მარტის კვირაში, მათ შეუძლიათ 10 მაისიდან მეორე დოზის მისაღებად დარეგისტრირდნენ. მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც ჩაიტარა პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში და ასევე მიდის აქტიურად მუშაობა იმაზე, რომ 55 წლის ზემოთ პირებმა ჩაიტარონ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. ქვეყანაში არის საკმარისი დოზები, 6 მაისს ველოდებით კიდევ 46 ათას დოზა „ასტრაზენეკას“ და შემდეგ ერთი ამდენი მაისის ბოლოს დაგვემატება“, - განაცხადა გაბუნიამ.