ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად აკეთებს რესურსის მობილიზებას იმისთვის, რომ სწრაფად დამუშავდეს მონაცემები და კოვიდმიმღებ კლინიკებს დადგენილებით განსაზღვრული ანაზღაურება არ დაუგვიანდეს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„კოვიდმიმღები კლინიკების ანაზღაურება ორ ნაწილად ხორციელდება - ერთი ეს არის ფიქსირებული ანაზღაურება, ყოველთვიურად, რომელიც მათ მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობის მიხედვით აქვთ, იმის მიუხედავად დატვირთულია თუ არა საწოლფონდი, ეს არის ფიქსირებული ანაზღაურება და მეორე ნაწილი ანაზღაურების, რომელიც შედარებით მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე მისი გადახდა ხდება და ანაზღაურდება დადგენილების მიხედვით განსაზღრულ ვადებში. ეს არის ხშირად კოვიდკლინიკების წუხილის თემა. ჩვენ მათთან ამ თემაზე ბოლო პერიოდში არაერთი კონსულტაცია გვქონდა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად აკეთებს რესურსის მობილიზებას იმისთვის, რომ სწრაფად დამუშავდეს მონაცემები და კლინიკებს ანაზაურება არ დაუგვიანდეს. ჯერჯერობით, ეს ანაზღაურება დადგენილების ფარგლებში ხდება. გვესმის, რა თქმა უნდა, რომ მათ სურვილი აქვთ ისეთივე რეჟიმით მიიღონ ფაქტიურ შესრულებასთან დაკავშირებული ანაზაურება, როგორც იღებენ საწოლფონდთან დაკავშირებულ ანაზღაურებას. მიმდინარე პროცესია ეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კლინიკების დაკმაყოფილება ამ მხრივ“,- განაცხადა გაბუნიამ.