Boeing გეგმავს, მოძველებული სამგზავრო თვითმფრინავები სატვირთოთ გადააკეთოს. ამ მიზნით კომპანია 737 და 800 მოდელის თვითმფრინავების სიმძლავრეს ზრდის. გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც შეკვეთები ელექტრონული კომერციის გიგანტ Amazon-ისგან მიიღო. ამით Boeing-მა მზარდ ელექტრონულ კომერციაზე დადო ფსონი, ხოლო Amazon, თავის მხრივ, Boeing 737-800 თვიმფრინავების შეკვეთით იმ ავიაკომპანიების პარკს ზრდის, რომელიც მის განყოფილება Amazon Air-ს ემსახურება.
გუშინ ჩიკაგოში ბაზირებულმა კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ Boeing 737-800 სამგზავრო თვითმფრინავების სატვირთოდ გადასაკეთებლად ორი საწარმოო ხაზის დამატებას აპირებს. მათ ოპერირებას კომპანია Cooperativa Autogestionaria de Servicios Aeroindustriales გაუწევს. ეს კომპანია კოსტა-რიკას დედაქალაქთან არსებულ თავისუფალი ვაჭრობის ზონაში მდებარეობს, რაც მას თვითმფრინავისთვის საჭირო ნაწილების უფასო იმპორტის საშუალებას აძლევს. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა და ჩინეთის ქალაქ შანხაიში, გუანჩჟოუში და ცზინანში Boeing-მა ეს თვითმფრინავები სატვირთოდ უკვე გადააწყო.
პანდემიის პერიოდში სატვირთო ავიაგაზიდვები ავიაკომპანიების ნათელ მხარეს წარმოადგენდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, მარტში მსოფლიოს ავიაკომპანიებმა ტვირთის გადაზიდვები რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ