მთავრობა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მორიგ აუქციონზე 38 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ყიდის.
აუქციონებზე, რომელიც 17 მაისს დასრულდება, მიწები იყიდება ქვეყნის ყველა რეგიონში. ყველაზე მეტი მიწა იყიდება კახეთსა და სამეგრელოში. უფრო კონკრეტულად, კახეთში იყიდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11 მიწის ნაკვეთი; სამეგრელოში - 10; ქვემო ქართლში - 8; იმერეთში - 4; მცხეთა-მთიანეთში - 2; შიდა ქართლში - 2 და სამცხე ჯავახეთში - 1.
ყველაზე ძვირად - 1 870 000 ლარად იყიდება მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 310268 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ყველაზე იაფად - 6 500 ლარად კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ არეშფერანში მდებარე 3234 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საერთო ჯამში, 38 მიწის საწყისი ფასი 8 005 800 ლარია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოტანილია 189 ქონება. აქედან, 142 - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტია, 38 - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო 9 -სახელმწიფო საწარმო. მორიგი აუქციონები 17 მაისს სრულდება.
ამასთან, აუქციონის წესში განმარტებულია კანონმდებლობის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: