ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, აპრილში ქვეყანაში 82 519 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა. ეს მონაცემი 2020 წლის აპრილთან შედარებით 140.4%-ით მეტია.
რაც შეეხება, ბოლო წლების სტატისტიკას ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, 2019 წლის აპრილში - 549 761 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2020 წელს კი - 34 321 ვიზიტი.
აპრილში საერთაშორისო ვიზიტები TOP 10 ქვეყნის მიხედვით ასეთია:
1. თურქეთი - 21 106 ვიზიტი, ზრდა 2020 წლის აპრილთან - 48%;
2. ისრაელი - 10 098 ვიზიტი, ზრდა - 13 925%;
3. რუსეთი - 8 518 ვიზიტი, ზრდა - 125%;
4. სომხეთი - 8 331 ვიზიტი, ზრდა - 4%;
5. საქართველო (არარეზიდენტები) - 8 253 ვიზიტი, ზრდა - 441%;
6. უკრაინა - 5 922 ვიზიტი, ზრდა - 404%;
7. აზერბაიჯანი - 5 287 ვიზიტი, ზრდა - 107%;
8. უზბეკეთი - 2 711 ვიზიტი, ზრდა - 293%;
9. ყაზახეთი -1 639 ვიზიტი, ზრდა - 285%;
10. ბელარუსი - 1 463 ვიზიტი, ზრდა - 77%;