ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღეს, 10:00 საათის მდგომარეობით, 76 781 მსურველია დარეგისტრირებული.
მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 70 823-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 31 914 ადამიანმა გამოთქვა. 15 255 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 9126-ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „სინოფრმით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 8607- მა ადამიანმა გამოთქვა, 6134 მოქალაქეს „ნოვოვაქსი“ აცრა სურს, 1239-ს კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.