ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს დღეებში, იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს თუ რა რეჟიმით უნდა აიცრან „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით უკვე ვაქცინირებული პირები, რომელთაც ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინაციის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ვაქცინაციის მიუხედავად, დაახლოებით 300 ადამიანი დაინფიცირდა.
„ეს რომ შესაძლებელი იყო, ვიცოდით. ეს მოხდა როგორც „ფაიზერის“ პირველი დოზის მიღების შემდეგ, ასევე „ასტრაზენეკას“ მიღების შემდეგ. უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო მსუბუქი მიმდინარეობა. პაციენტები თავადაც აღნიშნავენ და დიდი ალბათობით, მათი მდგომარეობის მსუბუქ მიმდინარეობას მიაწერენ ვაქცინას. მათ ახლა ვუგეგმავთ მეორე დოზის მიღების რეჟიმს, ანუ როდისთვის იქნება მათთვის შესაძლებელი მეორე დოზის მიღება. ჩვენს გვაქვს კონსულტაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა დავაზუსტოთ რამდენად სწაფად შეგვიძლია მათ ჩვენ მეორე დოზა შევთავაზოთ. ის 120 დღე, რომელიც ჩვენ გვაქვს დაწესებული რამდენადმე ხანგრძლივია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრები უწევენ რეკომენდაციას 2 კვირას ან 30 დღეს. ამ დღეებში იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს ეს 300 ადამიანი როგორ ავცრათ,“- განაცხადა გაბუნიამ.