აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას, სადებიუტო ავტობიოგრაფიული წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა.
„როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ გამოიცემა სერია „ლურჯი ოკეანის" ფარგლებში, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურასა და სამოტივაციო ჟანრის წიგნებს აერთიანებს. წიგნში მიშელ ობამა საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე წერს და მკითხველს უყვება, თუ როგორი იყო მისი ცხოვრება პირველი ლედის რანგში.
#1 NEW YOURK TIMES-ის ბესტსელერი - სტამბიდან შენს სახლში.
შეუკვეთე წინასწარ მიშელ ობამას „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“ და მიიღე სპეციალურად შენთვის მომზადებული წიგნის პირველი ეგზემპლარი და სპეციალური საჩუქრები.
წინასწარი შეკვეთის ღირებულებაა 24.95 ლარი + უფასო საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით.
მიშელ ობამას მემუარები, ორიგინალური სახელწოდებით Becoming, 2018 წელს გამოიცა და მალევე იქცა ბესტსელერად. წიგნი, რომელშიც აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის ცოლი იხსენებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და დაბრკოლებებს, პირველ ორ კვირაში 2 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. გასული წლის ნოემბრის მონაცემებით კი, მთლიანობაში 14 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნი New York times-ის ბესტსელერია.
შეგახსენეთ, რომ წიგნი Biblusi • ბიბლუსი-ის მაღაზიებში ივნისიდან გაიყიდება წინასწარი შეკვეთით კი მას 17 მაისიდან მიიღებთ.
შეუკვეთე წინასწარ აქ: https://cutt.ly/XbR3Vyu