თბილისში, კერძოდ, ვაკეში იყიდება 7-ოთახიანი ბინა, რომლის ღირებულება 5 337 000 ლარს (1 550 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 487 კვ.მ-ია და თოთხმეტსართულიანი კორპუსის მეცამეტე სართულზე მდებარეობს.
"ბინა მდებარეობს ვაკეში, თბილისის პრესტიჟულ უბანში. იდეალურ მდგომარეობაში, სარემონტო სამუშაოები ახლახანს დასრულდა. გამოყენებულია მხოლოდ იტალიური მასალები. VRV კონდიცირების სისტემა - YORK (ცხელი / ცივი) დამონტაჟებულია მთელ ბინაში; ისევე, როგორც ცხელი წყლისა და გათბობის კომბინირებული სისტემა. სამზარეულოს ავეჯი და ტექნიკა დამზადებულია იტალიაში",- აღნიშნულია განცხადებაში.