მსოფლიოში სამი უდიდესი ხმის ჩამწერი ლეიბლიდან ერთ-ერთი Warner Music Group (WMG) მიმდინარე წლის პირველ ფინანსურ კვარტალში მოგებზე გავიდა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე წაგებაში იყო.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მაჩვენებელი ნავარაუდევზე მაღალი აღმოჩნდა.
კერძოდ, Warner Music-ის წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 117 მილიონი დოლარი, მაშინ როცა წინა წელს 74 მილიონიანი დანაკარგი ჰქონდა.
რაც შეეხება Warner Music-ის კვარტალურ შემოსავალს, ის 16,7%-ით გაიზარდა 1,25 მილიარდ დოლარამდე, მაშინ როცა წინა წელს 1,07 მილიარდი დოლარი ჰქონდა. ექსპერტებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ შემოსავალი 1,18 მილიარდი იქნებოდა. ამასთან, 16,8%-მდე გაზრდილია მუსიკალური გაყიდვები. ზრდა თავის მხრივ განპირობებულია სტრიმინგ სერვისის 23,2%-იანი ნახტომით.
ამ ინფორმაციის ფონზე კომპანიის აქციების ფასი ზრდას განაგრძობს. მისი კაპიტალიზაცია კი 19,52 მილიარდ დოლარს შეადგენს.