2021 წლის 1-ელ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2%-ით გაიზარდა. ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 13.6% შეადგინა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბინების სეგმენტში ფასები 1.8%-ით, კერძო სახლების სეგმენტში კი - 2.6%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, წინა წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით ბინების ფასები საშუალოდ - 12%-ით, ხოლო კერძო სახლების - 18,3%-ით არის მომატებული.
„საქსტატს“ ასევე გამოქვეყნებული აქვს ინფორმაცია თუ როგორია თბილისის უბნების მიხედვით, კერძო სახლების 1 კვ. მეტრის საშუალო ფასი.