ანალიტიკური კომპანია Canalys-ის სპეციალისტებმა პერსონალური კომპიუტერების გლობალური გაყიდვების გასული კვარტლის შედეგები გაავრცელეს, რომელშიც ქრომბუკებისა და პლანშეტების რეალიზაციის მაჩვენებლებიც შეიყვანეს.
მათი დათვლებით, 2021 წლის პირველ კვარტალში სულ, 122,1 მილიონი სისტემა გაიყიდა, რაც 53,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ბაზარი უკვე ზედიზედ მეოთხე კვარტალია იზრდება.
ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა დააფიქსირა ქრომბუკებმა - 274,6%. თუმცა, აბსოლუტურ გამოხატულებაში მათი წილი ბევრი არ არის, სულ გაყიდულია 12 მილიონი ერთეული. პლანშეტების გაყიდვები გაზრდილია 51,8%-ით და მიაღწია 39,7 მილიონ ერთეულს. ნოუთბუქების გაყიდვები 62%-ით არის გაზრდილი, ხოლო სამაგიდო პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაში ზრდა მხოლოდ 4%-ია.
ქრომბუკების სეგმენტში გაყიდვების ლიდერია კომპანია - HP, რომელმაც მისი წილი 18,6%-დან 36,4%-მდე გაზარდა. მეორე ადგილზეა - Lenovo, რომლის წილი ერთ წელიწადში 23,8%-დან 25,9%-მდე გაიზარდა. მესამე ადგილზე კი - Acer-ია, რომლის წილი 16,1%--დან 11,9%-მდე შემცირდა. ამის შემდეგ მოდის Samsung-ი. მან საკუთარი წილი 1,6%-დან 10%-მდე გაზარდა. პირველ ხუთეულს ხურავს ამერიკული Dell-ი, რომლის წილიც 15,7%-დან 8,4%-მდე შემცირდა.