ინტერნეტ რესურსი Electrek-ი გვატყობინებს, რომ კომპანია Tesla-ს ელექტრომობილებზე ამ დროისთვის მოთხოვნა ზღვარსგადასულია. კომპანიამ უკვე გაყიდა ყველა ავტომობილი, მათ შორის ყველა ის, რომლის გამოშვებას ამ კვარტლის ბოლომდე, ანუ მომდევნო ორ თვეში აპირებს.
სატელეფონო კონფერენციის დროს, რომელიც მიეძღვნა Tesla-ს კვარტალურ ფინანსურ მაჩვენებლებს, კომპანიის დირექტორმა ილონ მასკმა აქციონერებს განუცხადა, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.
„ჩვენ ვაკვირდებით ნამდვილ ბიძგს მომხმარებლების მხრიდან ელექტრომობილებზე, რომელიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. შევეჩვიეთ პირველ კვარტალში მოთხოვნის კლებას, თუმცა, ამჯერად ვაკვირდებით მნიშვნელოვან ზრდას, რომელმაც გადააჭარბა ჩვეულ სეზონურ მოთხოვნას,“ - განაცხადა მან.
კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ მომდევნო ორი თვე კომპანია ნამდვილად მხოლოდ იმ ავტომობილებს გამოუშვებს, რომელიც მყიდველებს უნდა მიაწოდოს.
ცნობისთვის, პირველ კვარტალში კომპანიამ 180 338 ელექტრომობილი გამოუშვა, ამ კვარტალში კი რეკორდის დამყარებას აპირებს.