დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება - პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება, ბევრ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
„ჩვენ ხვალ გვექნება, მორიგი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას უფრო მაღალი დადებითობის მახასიათებელი და უფრო მაღალი ინფიცირება ახასიათებს, მაგრამ პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ. ხვალ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა თურნავამ.